Skip navigation

მამლის ყივილი და სულიერი სიფხიზლე

გააანალიზეთ მოცემული ამონარიდები და უპასუხეთ კითხვებზე
სახარება

პეტრე მოციქულმა თვითდაჯერებით უთხრა მაცხოვარს, რომ არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებდა. იესო ქრისტემ ამაზე უპასუხა" "ამაღამ, მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე". როდესაც მაცხოვრის ჯვარცმის მომლოდინე ბრბოდან ვიღაცეებმა იცნეს იქ მდგარი პეტრე მოციქული და თქვეს, რომ ის უფლის მოწაფე იყო, მან თავის გადასარჩენად სამჯერ გაიმეორა, რომ არც კი იცნობდა იესო ქრისტეს. ამ დროს "მეორედ იყივლა მამალმა და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: "მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო და ტირილი დაიწყო". ამის გამო მამლის ყივილს ქრისტიანულ ლიტერატურაში ასოციაციურად სინანულთან აკავშირებენ. ამასვე აკეთებს თავის პუბლიცისტიკაში ილია ჭავჭავაძეც. დიდმარხვის დაწყების წინ ის ერთგან ლაპარაკობს სინანულის აუცილებლობაზე და დასძენს, მეც ველი მამლის ყივილსო.

 
მოთხრობა "სარჩობელაზედ"

 

"გზის მამალი ამის შვილის ურემზედ დაესვათ... პეტრეს ეს ამისთანა პატივი შვილისა და ტოლებში თავგამოსაჩენი ამბავი ძალიან უხაროდა და თავი მოსწონდა...

 

ვტორის შენიშვნა: "...ვისაც პირველობა აქვს ქარავანში, მამალიც იმას უზის ხოლმე".