Skip navigation

იდეური პრობლემატიკა

შეადარეთ და გააანალიზეთ

 

  ვიქტორ ჰიუგოს რომანში "საბრალონი" ეპისკოპოსი გაუმასპინძლდება და ღამეს გაათევინებს ყოფილ კატორღელს, რომელიც სიკეთეზე ბოროტებით უპასუხებს - თავის კეთილისმყოფელს გაძარცვავს. ეპისკოპოსს დანაკარგზე და შეურაცხყოფაზე მეტად აწუხებს ამ ადამიანის ბედი - ის, რომ იგი ცოდვის გზას ადგას. იგი პატიობს მას დანაშაულს და ისევ სიკეთეს იჩენს მის მიმართ, რითაც რადიკალურად ცვლის მის ცხოვრებას. წაიკითხეთ ყოფილი კატორღელის განცდები და დაუკვირდით, შეიძლებოდა თუ არა, რომ უმცროს ძმასაც განეცადა მსგავსი გარდატეხა, პეტრეს რომ არ გაეცრუებინა მისთვის იმედი და არ დაეკარგინებინა სიკეთის რწმენა?
 

 

ამონარიდი ჰიუგოს რომანიდან

  ეპისკოპოსის „მადლით აღსავსე საქციელმა ისეთი ტკივილი აგრძნობინა მის სულს, როგორც წყვდიადით გამოსულს სინათლე ატკენს თვალს, უცბად რომ მოხვდება... თითქო უცბად ამოსულმა მზემ მოასწრო ჭოტსაო, ისე იყო სათნოებისაგან დაბრმავებული... რაც უნდა ცდილიყო, ვეღარ მოახერხებდა ეპისკოპოსის სიტყვის და მადლის დავიწყებას, ან მის ზეგავლენასთან შებრძოლებას... გაიხსენა თავისი ცხოვრება და საძაგლად ეჩვენა, დაუკვირდა თავის სულს და შემაძრწუნებლად სცნო, მაგრამ თავისდა სანუგეშოდ ახალი რაღაც უღვიოდა გულში და სულ სხვა მომავლის იმედს უღვიძებდა...“