Skip navigation

დამატებითი კითხვები

უპასუხეთ კითხვებს და ღილაკზე ხელის დაჭერით ნახეთ სწორი პასუხები. ყველა კითხვა ორქულიანია.

1. მოსწავლემ დაფაზე დაწერა შემდეგი წინადადება: „ნათლიის ნაჩუქარი საათი ძალიან ლამაზია“.

გაასწორეთ შეცდომა და განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

 

2. მოსწავლემ დაწერა: `ეს ქედი მუხით და წიფლით არის დაფარული~.

შეუსწორეთ და მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა.

 

3. მოსწავლემ დაწერა: „ნ. ლორთქიფანიძეს ახასიათებს ლაკონური წინადადებები“.

შეუსწორეთ და მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა.

 

4. შეუსწორეთ და აუხსენით: მოსწავლეს აინტერესებს, რატომ არის შეცდომა ”ვ. ფშაველა, შ. რუსთაველი, გ. ბრწყინვალე” ტიპის დაწერილობა.

 

5. მოსწავლემ დაწერა: `შეშინებული ბავშვი კედელს აკროდა~.

● აუხსენით მას, რა მორფოლოგიური ხარვეზი აქვს ამ წინადადებას.

● განუმარტეთ, რა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლემ, რომ თავიდან აიცილოს ანალოგიური ხარვეზი.