Skip navigation

დამხმარე მულტიმედიური მასალა

საბჭოთა ეპოქა

რუსეთში საბჭოთა ხელისუფლება 1917 წლის სისხლიანი რევოლუციის გზით დამყარდა, საქართველოში კი მისი ანექსიის შემდეგ, 1921 წელს.

პოლიტიკური
რეპრესიები საქართველოში გასაბჭოებისთანავე დაიწყო და განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიღწია. რეპრესირებულებს ხალხის მტრებს უწოდებდნენ. სახელმწიფო მათ სიკვდილს უსჯიდა ან გულაგებში გზავნიდა. გარკვეულ პერიოდში, "სამშობლოს მოღალატის" ოჯახის ყველა წევრი ისჯებოდა, ბავშვების ჩათვლით.

რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ინტელიგენცია. ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა მრავალი წელი გადასახლებებში და ციხეებში გაატარა. რეპრესიებს ემსხვერპლნენ მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ლიტერატურათმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი და სხვები.

ჭაბუა ამირეჯიბის ბიოგრაფიიდან

1938 წელს ჭაბუა ამირეჯიბს მამა დაუხვრიტეს და დედა ათი წლით გადაუსახლეს.

საბჭოთა ტოტალიტარიზმისგან საქართველოს გათავისუფოების მიზნით სტუდენტობისას გაერთიანდა არალეგალურ ორგანიზაციაშითეთრი გიორგი“, რისთვისაც 1943 წელს დააპატიმრეს.

1944 წელს დახვრეტა მიუსაჯეს. სამი თვე სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა. მოგვიანებით განაჩენი 25 წლის პატიმრობით შეუცვალეს და გადაასახლეს. გაათავისუფლეს 1959 წელს.

გულაგი გადასახლებულები იძულებით სამუშაოზე
გადასახლებულთა საცხოვრებელი

გულაგის მავთულხლართები ეპიზოდი ფილმიდან ”დათა თუთაშხია” გულაგის ბავშვები


http://www.youtube.com/watch?v=fx12TWg_izM


”დათა თუთაშხიას: ტექსტი:
sulkhansaba.com/biblio/0802/0022.doc