როგორ აუხსნიდით მოსწავლეს, რა მნიშვნელობა აქვს, "პირდება" იქნება ქართულში თუ "ჰპირდება"? Feedback მესამე ობიექტური პირის ნიშან ჰაეს ამოვარდნით, რასაც შეიძლება მოჰყვეს სხვა პირის ნიშნების დაკარგვაც, ქართული ზმნა მონოპერსონალური და ნაკლებად მოქნილი გახდება. ამასთანავე , თუ "ჰ" დაკარგავს პირის ნიშნის ფუნქციას, ის დარჩება მხოლოდ ნასესხებ სიტყვებში და ქართული ენის ფონეტიკური სისტემა გაღარიბდება.