განუმარტეთ მოსწავლეებს, რომელი სახის წიგნში როგორი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება მწერლის თხზულებათა აკადემიური გამოცემა Feedback ტექსტის საფუძვლიანი შესწავლისას ეს ყველაზე სანდო წყაროა. მის სამეცნიერო აპარატში წარმოდგენილი პასპორტების, ვარიანტებისა და შენიშვნების, კომენტარებისა და საძიებლების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მისი დაწერის დროის, ყველა ხელნაწერისა და ავტორის სიცოცხლისდროინდელი პუბლიკაციის, ტექსტში გამოყენებული რეალიებისა და ისტორიული პირების შესახებ.
ორთოგრაფიული ლექსიკონი Feedback შეგიძლიათ დააზუსტოთ, რომელი სიტყვა როგორ იწერება. აქ სიტყვის მოძებნა შეიძლება არა მხოლოდ სწორი ფორმის მიხედვით, არამედ ფართოდ გავრცელებული არასწორი მართლწერის მიხედვითაც.
ქართულ კილოთქმათა ლექსიკონი Feedback თუ ტექსტში შეგხვდათ უცნობი სიტყვა და კონტექსტიდან ხვდებით, რომ ეს შეიძლება რომელიმე კუთხის დიალექტი იყოს, მისი მნიშვნელობა შეგიძლიათ ნახოთ ამ ლექსიკონში.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი Feedback აქ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ენებიდან ნასესხები სიტყვები, რომლებმაც უკვე დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ენაში.