ტოტალიტარიზმისათვის
დამახასიათებელი ნიშნები
|
ამ ნიშნების ამსახველი ციტატები
ტექსტიდან
|
სამხედრო-პოლიციური წესრიგი
|
”რომელი გენერლები ჩვენ ვიყავით და რომელი ფელდფებელი მაგი იყო, სალდათურად რომ მოგვესალმა-მეთქი...”
|
”მიყვებოდა გვერდში მედავითნე თაბაგარი თავის ხალხს კოჭლობა-კოჭლობით და იძახდა: ატ, ტვა, ტლი! ატ, ტვა, ტლი!..”
|
”რატომაა, ღამიანად რომ ვაყენებ და სალდათურ ცხოვრებაზე რომ მყავს?”
|
”დადგნენ მწყობრში, ჩაგვიყენეს წინ...დავიძარით. დაბამდე სულ სიმღერით და არქიფოს ძახილით ვიარეთ. მერე პოლიქრონიონი გვათქმევინეს სამჯერ ”
|
”რას მოვესწარი ამას, დასწყევლოს ზეცა-უფალმა! სალდათობა რომ არ მინდოდა, გააბრაგებამ მიტომ მომიწია და შეხედე, ერთი... ”
|
ჯაშუშობა და თვალთვალი
|
”სხვის ოთახში ჭვრიტინი სადაური წესია, ბიცოლა! ვუსაყვედურე მე.
სადაური წესია და აქაური წესია!..”
|
წინამძღოლის, ბელადის უსაზღვრო განდიდება
|
”არქიფო სეთური არის ჩვენი მარჩენალი, მამა, დედა და ღმერთი...”
|
”დღედაღამ შენი სახელი უნდა აძახებიო და შენი ქება გააგონო და საკუთარი პირით ათქმევიო”.
|
”მამავ და მარჩენალო...”
|
ბელადი - სიკეთისა და მზრუნველობის განსახიერება
|
”ხოლო მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელი არს არქიფო...
მიუმატეთ მაგას: ექვთიმე, მელენტი, პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ და კალენიკე ...
მე რომ ჩამოვთვალე, ის სახელები ნიშნავს: გულკეთილს, მზრუნველს, დიდად სასურველს, დამწყნარებელს, მამას მშვიდობისას, ბედნიერების მომტანს და ბრწყინვალედ გამარჯვებულს”.
|
დემაგოგიური აზრები, რომელზედაც დგას
ტოტალიტარიზმი:
|
”ვფიქრობ, მათი ცხოვრებისთვის და კეთილდღეობისთვის”.
|
”ვთქვათ, და, მივეცი სპირიდონა დოყლაპიას, რომ ვაძლევ, იმაზე მეტი. კიდევ მეტი მოუნდება და რომ აღარ ექნება, მაშინ გაუბედურდება პარვას და შურიანობას მოკიდებს ხელს”.
|
”კაცისთვის კაი თუ გინდა, არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო”.
|
”მე თუ ამ ხალხის პატრონი ვარ, იმაზეც უნდა ვიფიქრო, რომ რაც ხალხს დააზარალებს და გზიდან გადააცდენს, სანამდე გაზრდილა და მოღონიერებულა ის, იქამდე უნდა ჩაიქოლოს და ჩაქვავდეს. ხალხზე თუ არ ვიზრუნე და სულ მათ კაი ცხოვრებაზე თუ არ ვიფიქრე, აპა, რისთვის ვარ მე!”
|
”ხალხს თუ უთხარი ადამიანი ხარო, რას გეტყვის, თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია, შენი მაგიერობა გავწიო და გამოდი მაქედანო”.
|
”ხალხის ბედნიერებისთვის რაა საჭირო? შიმშილი...”
|
”შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. ახალი ფანდის მოგონება ჯობს სარჩოს მომატებას. უფრო სიამედოა ...”
|
”შენ რომ გჭირია, ის საფიქრალი უნდა მიცე. მაშინ იქნება მათი საქმე კარგად და ბედნიერად”.
|
ტერორისა და შიშის დანერგვა
|
”კაცი შიშს და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ”.
|
”შიში თუ არ აქვს ადამიანს, შიში დაიღუპება უეჭველად”.
|
სიტყვის თავისუფლების ჩაკვლა
|
”ერთ კვირას არ გაიყვანს კაკოია თაბაგარი სამუშაოზე სპირიდონა ყბედს, დააკლდებათ მის შვილებს და ინანებს, რატომ ვთქვიო. სხვისთვისაც მაგალითი იქნება ეს, აღარავინ იტყვის მისთანას და თვითონ სპირიდონაც
სიხარულით ცას ეწევა, ისევ რომ მისცემენ სამუშაოს და საშოვარს”.
|
საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა მის
გასათიშავად
|
”ნდობა აღარ ექნებათ ერთმანეთის, მარტო იქნებიან, რამდენნიც არიან, და ყველა სათითაოდ მოერიდება პირის შეკვრას, ცუდ საქმეს და
გაუბედურებას”.
|
ხალხის ზომბირება
|
”ხალხმა თუ იცის ეგ?
იცის, აპა რავა, მარა ადვილი საცოდნელი რომ არის, რას ფიქრობს ხალხი, თუ იცი?..ჩვენ რომ ასე ადვილად ვწვდებით ჩვენი ჭკუით მაგ საქმეს, სხვანაირად არის, ალბათო”.
|
”თუ მაგ ხალხს ღვთის რისხვა მამაო ჩვენო გონია, დამნაშავე სეთურია
ვითომ? უარესის ღირსნი არიან მაგ ოხრები და მუდრეგები! შედგომიან ყმებად და მონებად დაფეხვილ კაკოია თაბაგარს. უნდათ, ალბათ,
ყმობა და მონობა, თვარა, აგერ გზა და აგერ სავალი იჭერს ვინმე, თუ?”
|
”ჩამოდღლეზილები ჭუჭყიანები, გაუბედურებულები. გალიაში ჩამწყვდეული მელიები თუ გინახავს, სწორედ ისე აბრიალებდნენ თვალებს”.
|
”არქიფოს მტრები ხართ თქვენ! დაიყვირა გოგომ და აიღო ისევ ყველამ თავ-თავისი ქვა და იარაღი”.
|
”თაბაგარი დილაობით რომ ლოცვას ალაპარაკებდა იმ ხალხს და ყველა პწკარი რომ არქიფოთი მთავრდებოდა ის სიმღერა იყო”.
|
კორუფცია და განუკითხაობა
|
”ახლა დავიღუპეთ ფესვიანად და ცოლშვილიანად. წელებს დაგვწყვეტს სერაპიონა მისი წილი მიწის თრევით!”
|
უეცარი აღზევება
|
”მაშინ სამი მუშა ყავდა, მეოთხე თვითონ იყო, თვითონაც თხრიდა იმ მიწას... მაშინ აქ მისი პატარა ქოხი იდგა მარტო. ახლა იმ ქოხის მაგიერ კაი ოდა იყო და მის წინ მოედანს მიწური სახლები ერტყა გარშემო, ბარე თხუთმეტი-ოცი.
|