”არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს”.
როდესაც დათა და მოსე ზამთარაძე
თორიების ლაზარეთში სეთურთან მიღებულ ჭრილობებს იშუშებდნენ, მოსემ დათას უთხრა: ”პირველად შენ თქვი ეს და ახლა მეც
დავრწმუნდი, რომ არასოდეს არ უნდა ჩაერიოს კაცი სხვის
ბედ-იღბალშიო, რაზედაც
დათამ უპასუხა: ”არასოდესო, – არ მითქვამს მე. იქამდე არ ჩავერევი, სანამ გავიგებდე, ჩარევით უფრო ეშველება წამხდარ საქმეს
თუ ჩაურევლობით”.
ხლისტების სოფელში როდესაც მის ყოფილ
მოჯამაგირეს, ბუდარას ცოლი გაექცა და თიყვა სთხოვდა დახმარებოდა მის დაბრუნებაში,
დათამ თქვა:
მისი პოზიციით გაკვირვებულმა თიყვამ
ძველი ამბავი გაიხსენა, როდესაც დათა სხვაგვარად მოიქცა: ”დედაკაცების საქმეში არ ჩავერევიო! ფოთში კახპას რომ
აწყენინეს მეზღვაურებმა და გამოესარჩლა, – ვინ იყო, აბა. დათას ნეკი
მოაკვნიტეს მაშინ, სანახევროდ”.
ადვოკატ კავკასიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროს
გრაფ სეგედის და ირაკლი ხურციძესთან თავშეყრილ
მეგობრებს დათა ასე განუმარტავს სხვის საქმეში ჩარევისადმი მისი პოზიციის
თანდათანობით ტრანსფორმირებას: “ერთი კაცისგან მეორე
კაცის დაჩაგვრა მძულდა ბავშვობიდანვე, ვერ ვიტანდი ამას. გასაჭირში და განსაცდელში
ჩავარდნილი ადამიანი მებრალებოდა, ხელის გაწოდებას და მიხმარებას მოვალეობად
ვუთვლიდი ჩემს თავს, ამისთვისაც იყო, რომ მხვდებოდა.
კაი რვა, ცხრა წელიწადი ვიდექი ამაზე. საქმე მე არ მქონდა სხვა,
მიზანი და მისწრაფება... მაგრამ ბოლო
ყველაფერს აქვს და ამასაც გამოუჩნდა დასასრული, დავაკვირდი ჩემს საქციელს და იმ
ხალხსაც, მე რომ გამოვადექი რამეში – შველა იყო, დაცვა იყო, თუ ხსნა. ზოგმა
ბოროტებით გადამიხადა, სხვამ იმაზე უარესი ჩაიდინა, რასაც ავაცდინე, ვიღაც თვითონ
გახდა მოძალადე და ჯალათი, ღონე რომ მოიკრიფა ჩემი წყალობით, იმის მერე.