Skip navigation

სწავლების მეთოდიკა

 

https://www.dropbox.com/s/s04uori2uivbz3o/Meekvse%20Modulis%20Audiolekcia.wav?dl=0

ახალ ფანჯარაში გახსენით ზემოთ მოტანილი ბმული, მოისმინეთ მაია ნინიძის აუდიოლექცია და თვალი მიადევნეთ

წარმოდგენილ დამხმრე მასალას

ტექსტი - ”დათა თუთაშხია” (მოსე ზამთარაძის ნაამბობი)

თავისებურებები

♦ თემატური

♦ ისტორიული კონტექსტი

♦ იდეური პრობლემატიკა

სირთულეები

● ზუსტი წარმოდგენა არ ექნებათ იმის შესახებ, თუ რა არის ტოტალიტარიზმი.

● არ უცხოვრიათ ტოტალიტარულ სახელმწიფოში და გაუჭირდებათ იმ სისტემისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის წარმოდგენა

● ეპიზოდი მთავრდება დათას სიტყვებით, რომ არავინ არ არის დახმარების ღირსი, მაგრამ დათა რომანის მსვლელობაში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრზე დგას და მხოლოდ ამ ეპიზოდით მოსწავლეები მის პოზიციას სწორად ვერ შეაფასებენ.

აქტივობა

■ ტოტალიტარიზმისათვის დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის შედგენა.

■ დამხმარე ტექსტებისა და არტეფაქტების მიწოდება. ტექსტების პარალელური ანალიზი.

■ იმავე ტექსტიდან სხვადასხვა ამონარიდების მოშველიებით საკითხისადმი დათას და ავტორის დამოკიდებულების უფრო სრულყოფილად წარმოჩენა და ამ პოზიციისადმი საკუთარი დამოკიდებულების შემუშავება დისკუსიის მეშვეობით.