ტოტალიტარიზმის თემის უკეთ გასაცნობად ქვემოთ ჩამოთვლილთაგან კიდევ რომელი აქტივობის გამოყენება იქნებოდა ნაყოფიერი და რატომ?
Feedback
კარგი იქნებოდა ამ აქტივობის გამოყენება დასაწყისშივე. თუ დავსვამდით კითხვას, რა ვიცით ტოტალიტარიზმის შესახებ. ამით გავიგებდით, რა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება დასჭირდებათ.
თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ტოტალიტარიზმის არსი ავხსნათ სხვა რაიმე სისტემასთან შეპირისპირებით, თვალსაჩინოებისათვის კარგი იქნება ამ სქემის გამოყენება.
საინტერესო იქნებოდა ამ აქტივობის გამოყენებაც, თუ მოსწავლეებს დავავალებდით, რომ რომელიმე თავიანთი ასაკოვანი ნათესავის, მეზობლის ან უბრალო გამვლელისათვის ეკითხათ, როგორი იყო ტოტალიტარული პერიოდი, რით განსხვავდებოდა იგი დღევანდელობისაგან.