|
მითოსსა და უძველეს ლიტერატურულ ნაწარმოებებში ვეფხვის ტყავს მრავალმხრივი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ვეფხვი სიამში, ჩინეთში, ბირმასა და სხვა ქვეყნებში ძლიერების სიმბოლოდ ითვლება. ვეფხვის ტყავით არიან მოსილნი აღმოსავლური ღვთაება ტარჰუ, ამინდისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი, აზიის უძველესი გმირი - ბესი, შუმერული მითოსის გილგამეში, „ილიადასა" და „შაჰ-ნამეს" გმირები. პინდარეს მეოთხე ოდაში იაზონი მოხსენიებულია ვეფხისტყაოსან რაინდად. დიონისეს ეტლში ვეფხვები არიან შებმულნი და თავადაც ვეფხვის ტყავით არის შემოსილი.
|