Skip navigation

სწავლების მეთოდიკა

 

https://www.dropbox.com/s/hz1k8dzpqi5mp5p/Meotxe%20modulis%20audiolekcia.wav?dl=0

ახალ ფანჯარაში გახსენით ზემოთ მოცემული ბმული, მოისმინეთ მაია ნინიძის აუდიოლექცია და

თვალი მიადევნეთ წარმოდგენილ დამხმრე მასალას

ტექსტი - ”ვეფხისტყაოსანი”

თავისებურებები

♦ სოციო-კულტურული

♦ კომპოზიციური

♦ სათაურის სახისმეტყველება

სირთულეები

● რუსთველის ეპოქის სოციო-კულტურული გარემო იმდენად განსხვავდება თანამედროვისაგან, რომ პერსონაჟთა ესა თუ ის ქცევა შეიძლება არასწორად შეფასდეს.

● რთული აგებულების ნაწარმოებია. ბევრია სიუჟეტური განშტოებები, მოსწავლეებს კი ასეთი მოცულობის ტექსტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება არა აქვთ.

● ვეფხვის ტყავს სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა და რუსთველის პოემაში მის მნიშვნელობასთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

აქტივობა

■ ცალკეული ეპიზოდების კომენტირება, მსგავსი საკითხების დაკავშირება და ანალიზი.

■ სიუჟეტური განშტოებების სქემის შედგენა. ტერმინთა განმარტება.

■ ინფორმაციული ტიპის დამხმარე მასალაზე მუშაობა, საკუთარი პოზიციის გამოკვეთა და დებატები.