დამატებითი კითხვები
2 ქულა
1. გაასწორეთ წინადადება და მიუთითეთ შეცდომის კვალიფიკაცია:
`მთიდან მოჩანდა სოფელი, რომელიც ირგვლივ გარშემორტყმული იყო ტყით~.
2 ქულა
2. მოსწავლემ დაწერა: `გუშინ ახალგაზრდა პიანისტის პირველი დებიუტი შედგა~.
● აუხსენით მას, რა სტილისტური ხარვეზი აქვს ამ წინადადებას.
● განუმარტეთ, რა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლემ, რომ თავიდან აიცილოს ანალოგიური ხარვეზი.
2 ქულა
3. მოსწავლემ დაწერა: `დავითი გრძელი ბავშვია~. გაასწორეთ და მიუთითეთ, რა შეცდომა დაუშვა.
2 ქულა
4. განუმარტეთ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესდა, რა სხვაობაა ლექსემებს `ყველა~ და `ყოველი~ შორის.
2 ქულა
5. განუმარტეთ მოსწავლეს, რა ჰქვია ამ ტიპის წყვილს და რა სხვაობაა `ცივილურსა~ და `ცივილიზებულს~ შორის.