Skip navigation

ტერმინები

ფაბულა არის ნაწარმოებში წარმოდგენილ მოტივთა ერთობლიობა, დალაგებული ლოგიკური, მიზეზ-შედეგობრივი და დროული თანმიმდევრობით.

სიუჟეტი არის იგივე მოტივები, მაგრამ იმ თანმიმდევრობით და ურთიერთმიმართებებით წარმოდგენილი, როგორც არის ნაწარმოებში.

ფაბულა ნამდვილი ამბის თხრობას გავს, სიუჟეტი კი მთლიანად მხატვრული კონსტრუქციაა.

 

სიუჟეტური გადანაცვლებები დროში:

ტერმინს ”უკუქცევა” (გერმანულად Vorgeschichte, ინგლისურად Flashback) ვიყენებთ სიუჟეტური ხაზით განვითარებულ მოვლენებში ადრე მომხდარ ამბავთა ჩანართების აღსანიშნად, ”წინსწრებას” კი (გერმანულად Nachgeschichte ინგლისურად Foreshadowing) ჯერ არ მომხდარ ამბებზე მინიშნების ან მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ წინასწარმეტყველების აღსანიშნად.