მეცნიერთა მოსაზრებები ვეფხვის ტყავის მნიშვნელობის შესახებ: |
|
|
სიმონ ჩიქოვანი: „ნესტანსაც ტარიელის ნაჩუქარი რიდე აქვს მიჩნეული თავისი მიჯნურის მოსაგონარ ნივთად, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა, ისევე როგორც ვეფხვის ტყავი - ტარიელს".
|
|
შალვა ნუცუბიძე: „გამიჯნურებული რაინდი - ტარიელი ვეფხვის (ძუ ვეფხვის) ტყავს იცვამს იმ დაკარგული სიყვარულის სახსოვრად, რომელიც თავისთავში შეიცავდა ნაზი, უბიწო ქალურობისა და ფიცის გამტეხ სატრფოს მიმართ დაუზოგავობის შინაგან კონფლიქტს". |
|
ალექსანდრე ბარამიძე: „ვეფხისტყაოსანი“, როგორც მხატვრული სახე, ერთგვარად სატრფოსაც გამოხატავს და მეტრფესაც, საყვარელსაც და შეყვარებულსაც, ქალსაც და ვაჟსაც".
|
|
რევაზ სირაძე: „ვეფხისტყაოსანი" პირდაპირ გულისხმობს ტარიელს, ხოლო სიმბოლურად ნესტანს. ამ მხატვრულ სახეში პოემის ორი ყველაზე მთავარი პერსონაჟია გამოხატული". |
|