მიზნები |
◊ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებით სწავლების დონის გაუმჯობესება ◊ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის პედაგოგთა მომზადება |
ამოცანები |
◊ თეორიულ საკითხებში ცოდნის გაღრმავება (ჟანრები, ტროპები, სოციო-კულტ. კონტექსტი და სხვ.) ◊ ლიტერატურის ისტორიაში ცოდნის გაფართოება ◊ კრიტიკული და ანალიზური უნარების განვითარება ◊ ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდების უკეთ დაუფლება ◊ ახალი ტექნოლოგიების ათვისება |
აქტივობები |
◊ ენასა და ლიტერატურაში ვიდეოლექციის მოსმენა და ტესტის მეშვეობით მიღებული ცოდნის რეფლექსირება. ◊ აუდიოინსტრუქციის მოსმენა, დამხმარე ტექსტური, ფოტო, გრაფიკული და სხვა სახის მასალის გაცნობა და ტესტის მეშვეობით ცოდნის შემოწმება. ◊ სხვადასხვა ინტერნეტ-მისამართებზე განთავსებული, სესიის თემასთან დაკავშირებული დამატებითი მასალის გაცნობა.
◊ დამატებითი ტესტების შესრულება, ღია კითხვებზე პასუხის მოფიქრება და თვითშემოწმება. |