უპასუხეთ კითხვას და შემდეგ, ღილაკზე მიწკაპუნებით შეამოწმეთ თქვენი პასუხი როგორ აუხსნით მოსწავლეებს ქართულში ბრუნვათა თანმიმდევრობის არსებულ წესს? Feedback სახელობითი დგას პირველ ადგილას იმიტომ, რომ სახელდების ბრუნვაა. მას მოჰყვება მოთხრობითი და მიცემითი იმიტომ, რომ ეს სამი არის სუბიექტ-ობიექტის ბრუნვები; ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი დგას ერთად იმიტომ, რომ ბრუნვის ნიშნები ეწყებათ ხმოვანზე, უმთავრდებათ თანხმოვანზე და იწვევენ სახელის ფუძის ცვლილებებს; წოდებითი ყველაზე ბოლოს არის იმიტომ, რომ ის მიმართვის ფორმაა, განცალკევებით დგას და არ არის სინტაქსურად დაკავშირებული წინადადების სხვა წევრებთან.