დამატებითი კითხვები
2 ქულა
1. მოსწავლემ დაწერა: ”მათმა საფერავის ჯიშის ღვინო დააგემოვნეს”.
მიუთითეთ, რა შეცდომა დაუშვა და განუმარტეთ, რა უნდა იცოდეს, რომ არ გაიმეოროს ანალოგიური შეცდომა?
2 ქულა
2. მოსწავლემ დაწერა: ”შეახსენე, კვიცი გვარზე ხტისო”.
● მიუთითეთ, რა შეცდომა დაუშვა;
● განუმარტეთ, რა უნდა იცოდეს, რომ არ გაიმეოროს ანალოგიური შეცდომა?
2 ქულა
3. მოსწავლემ უდეფისოდ დაწერა კომპოზიტები: ”გიჟმაჟი, ხარხარი, არემარე”. მისი განმარტებით, ეს სიტყვები უდეფისოდ იწერება, რადგან ფუძეთა შორის ”და”
კავშირს ვერ ჩავსვამთ. დააზუსტეთ მოსწავლის პასუხი.
2 ქულა
4. მოსწავლემ დაწერა: ”ჩვენ ერთმანეთისგან ვერ გავანსხვავეთ პროზაიკოსი და პოეტი”.
● მიუთითეთ, რა შეცდომა დაუშვა;
● განუმარტეთ, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.
2 ქულა
5. მოსწავლემ დაფაზე დაწერა შემდეგი ზმნები: ”დაულოცია, დაუწერია, დაუშავებია”.
გაასწორეთ შეცდომა და განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.