Skip navigation

მოდულების აღწერილობა


პროგრამის პირველი მოდული - საინფორმაციო-შემეცნებითი - ორიენტირებულია ცოდნის გაღრმავებაზე, აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბების უნარებისა და სწავლების მეთოდიკის დახვეწაზე. იგი შედგება 6 ოთხსაათიანი სესიისა და ტესტირებისაგან. სიტყვაზე დანართი მიწკაპუნებით გაიხსნება დოკუმენტი, სადაც მოცემულია ყველა საჭირო ინსტრუქცია, როგორ გახსნათ აუდიო და ვიდეო მასალა, შეასრულოთ ტესტები და სხვ.

მოდულის თითოეული სესიის გაცნობისა და ტესტების საშუალებით საკუთარი ცოდნის შემოწმების შემდეგ მასწავლებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენს კოორდინატორს, ჩაეწერონ ჯგუფში და მონაწილეობა მიიღონ ტესტირებაში, რომელიც ძირითადად შედგენილი იქნება სესიებზე განხილული საკითხების მიხედვით. 35-დან 25 ქულის დაგროვების შემთხვევაში გაიცემა პირველი მოდულის ერთკრედიტიანი სერტიფიკატი.

პროგრამის მეორე მოდული - წერითი დავალებები, რომელიც მიზნად ისახავს წერითი უნარების სრულყოფას, ხორციელდება მასწავლებელთა თორმეტკაციან ჯგუფებთან. სესიისთვის დათქმულ დროს მონაწილეებს ელექტრონული ფოსტით მიუვათ წერითი დავალებები. მათი შესრულებისა და უკან გადმოგზავნის შემდეგ ნაბეჭდები შეიკვრება ერთ დოკუმენტად და შეფასების სქემებთან ერთად მიეწოდებათ მონაწილეებს. შემდეგ მწვრთნელი და მასწავლებელთა ჯგუფი "ჩეთში" ერთობლივად შეაფასებენ თითოეულ ნამუშევარს, იმსჯელებენ შეცდომების გამომწვევ მიზეზებზე, მათი თავიდან აცილების გზებზე და სხვ. თითოეულ სესიაზე შესრულდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე წარმოდგენილი ყველა სახის წერითი დავალება.

მეორე მოდული ასევე შედგება 6 ოთხსაათიანი სესიისა და ტესტირებისაგან. 45-დან 30 ქულის დაგროვების შემთხვევაში გაიცემა მეორე მოდულის ერთკრედიტიანი სერტიფიკატი.