უპასუხეთ კითხვებს და პასუხის სისწორის გადასამოწმებლად მიაწკაპუნეთ მის ქვეშ მოთავსებულ ღილაკზე Question 1.მოსწავლემ დაწერა: ”უცხოეთში ცხოვრება ისეთი არ აღმოჩნდა, როგორც მოელოდა”. მიუთითეთ, რა შეცდომა დაუშვა. Hint სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით Answers Option 1 Feedback ● არასწორად გამოიყენა წევრ-კავშირი ”როგორც”. Solution Correct Option (Feedback) Question რა უნდა იცოდეს, რომ არ გაიმეოროს ანალოგიური შეცდომა. Answers Option 1 Feedback ● როდესაც მთავარ წინადადებაში მისათითებელი სიტყვაა ”ისეთი”, დამოკიდებულ წინადადებაში გამოიყენება წევრ-კავშირი ”როგორიც”. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება მიცემითი ბრუნვისა ფორმა - „როგორსაც". Solution Correct Option (Feedback)
Question 2. მოსწავლეს აინტერესებს, რომელია სწორი: ”ეხლა” თუ ”ახლა”. მიუთითეთ სწორი ფორმა. Hint სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით Answers Option 1 Feedback ● ახლა Solution Correct Option (Feedback) Question მიუთითეთ, როგორ შეიძლება მოსწავლემ გაიხსენოს, რომელია სწორი ფორმა. Answers Option 1 Feedback ● სწორი ფორმების შერჩევა გაადვილდება, თუ გავიხსენებთ ამ სიტყვების მონაწილეობით შედგენილ რთულ სიტყვებს ”ხელახალი” და მისგან ნაწარმოები ”ხელახლა”. მათ მოცილე ფორმები არ გააჩნიათ, ამიტომ ერთადერთი სწორი ფორმაა ახლა. Solution Correct Option (Feedback)
Question 3. მოსწავლემ გააანალიზა კომპოზიტები: "ჭიკჭიკი" და "ტიკტიკი". მისი განმარტებით ეს კომპოზიტები უდეფისოდ იწერება, რადგან ფუძეთა შორის "და" კავშირს ვერ მოვიაზრებთ. დააზუსტეთ ეს წესი. Hint სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით Answers Option 1 Feedback ეს კომპოზიტები ერთცნებიანია, ერთმნიშვნელობიანია და მიღებულია მნიშვნელობას მოკლებული მარცვლების გაორკეცებით. ამიტომ იწერება უდეფისოდ. Solution Correct Option (Feedback)
Question 4. ახსენით, რა განსხვავებას იწვევს გან/გა ზმნისწინის ხმარება წინადადებაში ”ტელევიზიამ მუშაობა განაახლა/გააახლა” და რატომ? Hint სწორი პასუხი ფასდება 3 ქულით Answers Option 1 Feedback ● გან/გა ზმნისწინი იხმარება როგორც არქაული, ისე გათანამედროვებული ფორმით. ამ შემთხვევაში მას აქვს მადიფერენცირებელი ფუნქცია, ცვლის სიტყვის მნიშვნელობას. ● ”განაახლებს” ნიშნავს გააგრძელებს. ● ”გააახლებს” _ ახლად აქცევს. Solution Correct Option (Feedback)
Question 5. მოსწავლემ ვერ გაიგო, რატომ არის სწორი "მისწერა", მაგრამ, მეორე მხრივ, "დაწერა" Hint სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით Answers Option 1 Feedback "მისწერა" სამპირიანი ზმნაა და "ს" მესამე ობიექტური პირის ნიშანია, "დაწერა" კი - ორპირიანი ზმნაა. მას ირიბი ობიექტი არა აქვს და, შესაბამისად, არც მისი ნიშანი. Solution Correct Option (Feedback)