ნაწარმოების ბოლოს ავტორი სვამს კითხვას, რა შუაში იყო პეტრე. ნაწარმოების რომელი დეტალები გვაფიქრებინებს, რომ თავად ავტორს იგი დამნაშავედ მიაჩნდა? Feedback ნაწარმოებში ჩანს, რომ პეტრეს არსებაში საკუთარი დაცინვის შიში უფრო მძლავრობს, ვიდრე სხვისი შესაძლო სიკვდილი. ის, რაშიც პეტრეს ადანაშაულებს უმცროსი ძმა, ქრისტიანული მორალის მიხედვით მართლაც დანაშაულია - გულგრილობაა და ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტიკაში არაერთგან ამხელს საზოგადოებას ამ ცოდვაში. პეტრეს სიტყვა და საქმე არ ეთანხმება ერთმანეთს, რაც ასევე მიგვანიშნებს , რომ ის არ არის წრფელი ადამიანი.