დავუშვათ, შეამჩნიეთ, რომ თქვენი მოსწავლე "კი" კავშირის შემდეგ პაუზას არ აკეთებს. როგორ აუხსნიდით მისი გამოყენების აუცილებლობას ისე თვალსაჩინოდ, რომ დამახსოვრებოდა. Feedback სავარაუდო პასუხი: "დავაწერინებდი დაფაზე მის მიერ არასწორად წარმოთქმულ წინადადებას. მაგ. "შარშანწინ ზაფხული ზღვაზე გავატარე, წელს კი - მთაში". მივაქცევდი ყურადღებას, რომ "კი" კავშირის შემდეგ არ გამოეტოვებია ტირე და ავუხსნიდი, რომ ზეპირმეტყველებაში ამ ტირის მსგავს ფუნქციას ასრულებს პაუზა".