Skip navigation

სესიების შედგენილობა

 
 

ვიდეოსესია ლიტერატურაში მოიცავს ცნობილ ლექტორთა ვიდეოჩანაწერებს თეორიულ საკითხებზე, ბიოგრაფიულ დეტალებზე, მხატვრული ტექსტის ანალიზსა და მის სწავლებაზე. მოსმენილის რეფლექსირება ხდება ტესტების მეშვეობით.

 

წაკითხულის გააზრებაში შემოთავაზებულია რომელიმე მნიშვნელოვანი კრიტიკული სტატია ან მისი შემოკლებული ტექსტი. ტესტებზე პასუხებს მონაწილეები კომპიუტერის დახმარებით თავად შეამოწმებენ.

 

ქართული ენის საათი შედგება მოკლე ვიდეოლექციებისა და ტესტებისაგან, რომელთა შესრულების შემდეგაც მსმენელები სათანადო ღილაკზე მიწკაპუნებით გადაამოწმებენ თავიანთი პასუხების სისწორეს.

 

სწავლების მეთოდიკა მოიცავს მოკლე აუდიოლექციას იმის შესახებ, თუ სესიის თემატიკის არეალში შემოსულ ტექსტებს რა თავისებურებები ახასიათებს, რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ მათი სწავლებისას და როგორ დავძლიოთ ისინი. მასალას ერთვის ღია კითხვები და იქვეა შესაძლებელი სავარაუდო პასუხების ნახვა.