Skip navigation

ისტორიული კონტექსტი

რა ხდებოდა მსოფლიოში 1927-1928 წლებამდე - ვიდრე ”შელოცვა რადიოთი” დაიწერებოდა

ამერიკაში ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) შემდეგ იგრძნობოდა ანტიკოლონიური განწყობა, ხდებოდა ”ღია კარის პოლიტიკის” და ”თანაბარი შესაძლებლობების” პრინციპების დეკლარირება. ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყო იმითაც, რომ დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის კოლონიური სისტემების რღვევა ამერიკის ინტერესებში იყო. ომს შედეგად მოჰყვა ოთხი იმპერიის დაშლა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის.

პირველმა მსოფლიო ომმა წარმოშვა პატარა ქვეყნების თვითმმართველობის მოპოვების იდეა.

1920-იან წლებში დომინიონებმა დაიწყეს თავიანთი საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავება. აფრიკაში დამოუკიდებლობა მოიპოვა კამერუნმა, ტოგომ, ტანგანიკამ და რუანდამ.

1921 წელს ინგლისი იძულებული გახდა დამოუკიდებლობა მიეცა ირლანდიისათვის. ირლანდიის რევოლუციის გამარჯვებამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია, სხვა კოლონიების გააქტიურება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

1921 წელს მაროკოს ჩრდილოეთით დამოუკიდებლობა გამოაცხადა რიფის რესპუბლიკამ.

1922 წელს ამერიკამ დამოუკიდებლობა მიანიჭა ფილიპინებს.

1922 წელს ებრაელებმა გამოაცხადეს ისრაელის სახელმწოფოს დამოუკიდებლობა. 1923 წელს კანადამ ინგლიის ჩარევის გარეშე მოაწერა ხელი შეთანხმებას ამერიკასთან.

1924-1925 წლებში ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა ერაყის, ტრანსიორდანიის, სირიისა და პალესტინის სამეფოები, ლიბანისა და ალავიტის რესპუბლიკები.

1924 წელს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა წარმატებით დასრულდა სუდანში.

1926 წელს გათავისუფლდა იტალიის სომალი და ბელგიის კონგო.

1920 წლიდან ინდოელებმა დაიწყეს აქტიური ბრძოლა ბრიტანული კოლონიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებით დაგვირგვინდა.

დეკოლონიზაციამ დაასუსტა ევროპის ქვეყნები და გააძლიერა ამერიკის შეერთებული შტატები.