Skip navigation

ბეატრისა ჩენჩი

”ელის აჩრდილივით აღარ დაჰყვებოდა თბილისის გეგმა, მამის უცნაურობა, ბავშვის ალერსი...

იყო პროპელლერის ხმაურობა, გვიდო რენის (ბეატრისა ჩენჩის) სურათის სილუეტები...”

გვიდო რენი (1575-1642) - იტალიელი ფერმწერი, ბოლონიის სკოლის წარმომადგენელი. 

ბეატრისა (ბეატრიჩე) ჩენჩი იტალიელი არისტოკრატის ქალიშვილი იყო. მას მოძალადე მამა ჰყავდა, რომლის უზნეობაზეც, მისი სოციალური წარმომავლობსი გამო, საზოგადოება და კანონი თვალს ხუჭავდა. ამიტომ ბეატრისამ თავად გამოუტანა მამას განაჩენი და მოკლა იგი.

ამისათვის ბეატრისას თავი მოჰკვეთეს.

ამ თემაზე მრავალი მხატვრული ნაწარმოები და ფერწერული ტილო შეიქმნა, მათ შორის, შელის ტრაგედია ”ჩენჩი” (1820 წელს).