Skip navigation

სწავლების მეთოდიკა

https://www.dropbox.com/s/mp4l9spkmqo2gjv/Pirveli%20Modulis%20Audiolekcia.wav?dl=0

ახალ ფანჯარაში გახსენით ზემოთ მოცემული ბმული, მოისმინეთ მაია ნინიძის აუდიოლექცია და

თვალი მიადევნეთ წარმოდგენილ დამხმრე მასალას

 

 

ტექსტი - ”წმ. შუშანიკის წამება”

თავისებურებები

♦ ჟანრული სპეციფიკა

♦ თემა

♦ ენა

სირთულეები

● რელიგიური დანიშნულებით შექმნილი ტექსტია და მხატვრულ-ესთეტიკური მხარე უმთავრესი არ არის.

● რწმენის შესანარჩუნებლად მოწამეობა, შუასაუკუნეებისაგან განსხვავებით, დღესდღეობით იშვიათი მოვლენაა და ძნელი გასაგებია თანამედროვე მოსწავლისათვის.

● ტექსტში გვხვდება არა მხოლოდ ძველი ლექსიკა, არამედ მოსწავლეებისათვის უცხო მორფოლოგიური ფორმები და სინტაქსური კონსტრუქციები.

აქტივობა

■ ნაცნობ ჟანრებთან შედარება და განსხვავებების წარმოჩენა T სქემის სახით.

■ კომენტარი, მსჯელობა თემასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ჯგუფებში და დისკუსია კლასში.

■ შეწყობილ ნიშანთა სისტემის მეშვეობით ტექსტში მასალის მონიშვნა, სისტემატიზაცია და ერთობლივი ანალიზი.