Skip navigation

დამატებითი კითხვები

გთხოვთ გაეცნოთ შეკითხვებს, გაიაზროთ პასუხები და მათი სისწორის შესამოწმებლად დააწკაპუნოთ კურსორი შეკითხვების ქვემოთ მოთავსებულ მართკუთხა ღილაკზე.

2 ქულა

1. მოსწავლემ დაწერა: ”მათმა საფერავის ჯიშის ღვინო დააგემოვნეს”.

მიუთითეთ, რა შეცდომა დაუშვა და განუმარტეთ, რა უნდა იცოდეს, რომ არ გაიმეოროს ანალოგიური შეცდომა?

2 ქულა

2. მოსწავლემ დაწერა: ”შეახსენე, კვიცი გვარზე ხტისო”.

● მიუთითეთ, რა შეცდომა დაუშვა;

● განუმარტეთ, რა უნდა იცოდეს, რომ არ გაიმეოროს ანალოგიური შეცდომა?

2 ქულა

3. მოსწავლემ უდეფისოდ დაწერა კომპოზიტები: ”გიჟმაჟი, ხარხარი, არემარე”. მისი განმარტებით, ეს სიტყვები უდეფისოდ იწერება, რადგან ფუძეთა შორის ”და” კავშირს ვერ ჩავსვამთ. დააზუსტეთ მოსწავლის პასუხი.

2 ქულა

4. მოსწავლემ დაწერა: ”ჩვენ ერთმანეთისგან ვერ გავანსხვავეთ პროზაიკოსი და პოეტი”.

● მიუთითეთ, რა შეცდომა დაუშვა;

● განუმარტეთ, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

2 ქულა

5. მოსწავლემ დაფაზე დაწერა შემდეგი ზმნები: ”დაულოცია, დაუწერია, დაუშავებია”.

გაასწორეთ შეცდომა და განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.