Skip navigation

სოციო-კულტურული თავისებურება

   
 

„ვეფხისტყაოსნის" სრულად გაცნობის შემდეგ მისი სარჩევიდან თავების ჩამონათვალი გავყოთ რამდენიმე ნაწილად. მოსწავლეებიც დავყოთ იმდნივე ჯგუფად. თითოეული ჯგუფის წევრებს ვთხოვოთ, გაიხსენონ მათთვის მიცემული თავების შინაარსი და მოიფიქრონ, პოემის ამ მონაკვეთიდან რა მიაჩნიათ თანამედროვეობისათვის უცხო ქცევად, ჩვენთვის უცხო ურთიერთდამოკიდებულებად, უცხო მიზანდასახულობად, ისეთ გადაწყვეტილებად, როგორსაც დღევანდელი ადამიანი არ მიიღებდა და სხვ.

დაფაზე დავხაზოთ ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის ცხრილი და ჩამოვწეროთ საკითხები მარცხენა სვეტში. მას შემდეგ, რაც ჯგუფები იმუშავებენ და წარმოადგენენ ამოკრებილ მასალას ციტატების ან მტკიცებულებების სახით, ერთობლივად შევავსოთ მეორე სვეტი. მართკუთხა ღილაკზე მიწკაპუნებით ნახავთ, როგორ კეთდება ეს, მაგრამ აქ წარმოდგენილია მხოლოდ თითო მაგალითი. მასალების სრულად შევსების შემდეგ იმსჯელეთ, ეპოქის რა სოციო-კულტურული თავისებურებითაა ისინი გამოწვეული. ამაში დაგეხმარებათ მოსმენილი ვიდეოლექციები.

 

 

თვისებები:

უნაკლო სილამაზე


საოცარი სიუხვე


მიმტევებლობა


სატრფოს მსახურება


ქცევა

 


ყოფა

ნადიმობა


გართობა


ნადირობა


ლაშქრობა


ურთიერთობები


მიზანდასახულობა


გადაწყვეტილება


ჩვეულება


...