Skip navigation

დამატებითი კითხვები

გთხოვთ, წაიკითხოთ შეკითხვები, გაიაზროთ პასუხები და მათი სისწორის შესამოწმებლად დააწკაპუნოთ კურსორი შეკითხვების ქვემოთ მოთავსებულ მართკუთხა ღილაკზე სიტყვებით: "Click here".

2 ქულა

1. გაასწორეთ წინადადება და მიუთითეთ შეცდომის კვალიფიკაცია:

`მთიდან მოჩანდა სოფელი, რომელიც ირგვლივ გარშემორტყმული იყო ტყით~.

2 ქულა

2. მოსწავლემ დაწერა: `გუშინ ახალგაზრდა პიანისტის პირველი დებიუტი შედგა~.

აუხსენით მას, რა სტილისტური ხარვეზი აქვს ამ წინადადებას.

განუმარტეთ, რა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლემ, რომ თავიდან აიცილოს ანალოგიური ხარვეზი.

2 ქულა

3. მოსწავლემ დაწერა: `დავითი გრძელი ბავშვია~. გაასწორეთ და მიუთითეთ, რა შეცდომა დაუშვა.

2 ქულა

4. განუმარტეთ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესდა, რა სხვაობაა ლექსემებს `ყველა~ და `ყოველი~ შორის.

2 ქულა

5. განუმარტეთ მოსწავლეს, რა ჰქვია ამ ტიპის წყვილს და რა სხვაობაა `ცივილურსა~ და `ცივილიზებულს~ შორის.