literaturaTmcodneoba

0108,  თბილისი, კოსტავას ქ. 5, http://litinstituti.ge/; E-mail: litinst@litinstituti.ge ფაქსი:(995 32) 99-53-00 ტელ:(995 32) 99-53-00; 98-26-76
 


შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ამ ახალ ვებ-გვერდზე გთავაზობთ მის მიერ გამოცემული ლიტერატურათმცოდნეობითი სამეცნიერო პროდუქციის სრულ ტექსტებსა და საძიებლებს
მთავარი პერიოდული გამოცემები სახელმძღვანელოები თემატური გამოცემები გზამკვლევები ბმულები
>

ირველი ონლაინ პროგრამა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის (ქართული ენა და ლიტერატურა)
 

 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია როგორც სწავლების უახლესი მეთოდებისა და მიდგომების, ისე საგნის ღრმა ცოდნა. ამიტომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი უფასო ლექციებისა თუ პროფესიული გადამზადების პროგრამების შეთავაზებით ყოველთვის ცდილობდა მათ მხარში დგომას. ამჯერად წარმოგიდგენთ ქართული ენისა და ლიტერატურის ელექტრონული პროგრამის ექვს მოდულს, რომელშიც ინტეგრირებულია მდიდარი აუდიო, ვიდეო, ვიზუალური და ტექსტური მასალა და ცოდნის რეფლექსირებისათვის შემოთავაზებულია ინტერაქტიული ტესტები. ონლაინ კურსის გარდა პროგრამით გათვალისწინებულია პირისპირი კონტაქტები და წერითი დავალებებიც, მაგრამ. ამჯერად წარმოგიდგენთ მხოლოდ ონლაინ მოდულს.

პროგრამის ხელმძღვანელია პროფ. ირმა რატიანი, ავტორები არიან ფოლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია ნინიძე და ელექტრონული სწავლების საერთაშორისო სპეციალისტი - ქეთევან ნინიძე. ონლაინ კურსის შექმნაში კონსულტირებას გვიწევდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის კორპორაციის - GIZ-ის  ელექტრონული სწავლების მწვრთნელები.

პროგრამაში იხილავთ: ირმა რატიანის, შუქია აფრიდონიძის, ავთანდილ არაბულის, საბა მეტრეველის, ელგუჯა ხინთიბიძის, მაკა ელბაქიძის, გია მურღულიას, თამარ ნუცუბიძის, მაია ნინიძის, ეთერ თათარაიძის, თამაზ ვასაძის, ბელა წიფურიასა და თემურ დოიაშვილის ვიდეოლექციებს, რომლებიც მოიცავს ქართული ენისა და ლიტერატურის საკვანძო საკითხებს და ჩაწერილია საგანგებოდ მასწავლებლებისთვის, ასევე მოისმენთ მაია ნინიძის აუდიოლექციებს ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაში.

კითხვარების მომზადებაში მონაწილეობას იღებდნენ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, ფილოლოგიის დოქტორები: ადა ნემსაძე, საბა მეტრეველი, მაია ჯალიაშვილი, ეკა ჩიკვაიძე, ლია კარიჭაშვილი და ნანა მრევლიშვილი.

გისურვებთ წარმატებას!
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სესია 1.
ლიტერატურის კლასიფიკაცია. სასულიერო
მწერლობა

სესია 2.
შუასაუკუნეებიდან რენესანსამდე

სესია 3.
აღორძინების ხანა

სესია 4.
რომანტიზმი და რეალიზმი

სესია 5.
ქართული ლიტერატურა და მიდერნიზმი

სესია 6.
ტოტალიტარიზმზე გარდამავალი პერიოდი

*

რჩევები პროგრამით სარგებლობისათვის
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ
https://www.facebook.com/online.course.teacher/
 

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2010